ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს

17 დეკემბერი, 2025 • Newpress • 8

რელიგიის სააგენტო მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს

ბარბარეს საკუთარმა მამამ იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთა,

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს ულოცავს.

„დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც დიოსკორემ, საკუთარმა მამამ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.

ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.