ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ცესკოსა და წერეთლის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

19 დეკემბერი, 2025 • Newpress • 10

ცესკოსა და  წერეთლის  უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმს ხელი გიორგი კალანდარიშვილმა და შალვა კირთაძემ მოაწერეს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ცესკოს ცნობით, მემორანდუმის მიზანია მხარეების მიერ საარჩევნო სფეროში და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ასამაღლებლად ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და განვითარება, ერთობლივი სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა ღონისძიებების მომზადება და განხორციელება, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოწყობა ან/და მათში მომხსენებლად ან სხვა სტატუსით მონაწილეობის მიღება.

მემორანდუმს ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა კირთაძემ მოაწერეს.