ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვირუსით ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევათა 67 პროცენტი გრიპის შემთხვევებია

29 დეკემბერი, 2025 • Newpress • 9

ვირუსით ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევათა 67 პროცენტი გრიპის შემთხვევებია

ამ დროისთვის ცირკულირებს ე.წ. ჰონკ-კონგის ვირუსი, რომელიც უფრო გადამდებია.

ვირუსით ინფიცირების გამოვლენილ შემთხვევათა 67 პროცენტი გრიპის შემთხვევებია – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ცირკულირებს ე.წ. ჰონკ-კონგის ვირუსი, რომელიც უფრო გადამდებია.

„ცირკულირებს H3N2 ტიპის ვირუსი, რომელსაც „ჰონკ კონგის“ ვირუსსაც უწოდებენ, ეს არის A ტიპის ვირუსის სახეობა, რომელიც სწრაფად ვრცელდება, რაც ნიშნავს, რომ უფრო გადამდებია, ვიდრე სხვა ვირუსი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, პრევენციისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სავაჭრო ცენტრებში რეკომენდირებულია სამედიცინო პირბადის გამოყენება.

გართულების მხრივ მაღალი რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება 5 წლამდე ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ორსულები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.