ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს – ტრამპი

3 იანვარი, 2026 • Newpress • 9

ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს – ტრამპი

ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ ვენესუელას ლიდერი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი დააკავეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.

მისი თქმით, ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმატებით განახორციელა ფართომასშტაბიანი დარტყმა ვენესუელისა და მისი ლიდერის, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ, რომელიც თავის მეუღლესთან ერთად დაკავებულია და ქვეყნიდან თვითმფრინავით არის გაყვანილი. ეს ოპერაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით ჩატარდა. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. დღეს, დილის 11 საათზე, მარ-ა-ლაგოში გაიმართება პრესკონფერენცია. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!”, – წერს ტრამპი.

ვენესუელაში აშშ-ის იერიშების შესხებ ცნობები დღეს გავრცელდა.

დედაქალაქ კარაკასში და კიდევ რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

ქვეყანაშ გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

თეგები: უცხოეთი