ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლეს

4 იანვარი, 2026 • Newpress • 12

დააკავეს ორი პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში გაისროლეს

ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.

დააკავეს ორო პირი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს, აღნიშნულის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში განათავსეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს, მუხრანის პოლიციის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყეს და 2 პირი: 2009 წელს დაბადებული გ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ლ.ჭ ამხილეს.

პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-მ და ლ.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.

სისხლის სამართლის საქმის მასალები, მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განსაზღვრულ დროში გადაეგზავნება სასამართლოს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, აცხადებს შსს.