ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლის მანდატურების ხელფასი 300 ლარით გაიზარდა

15 იანვარი, 2026 • Newpress • 7

სკოლის მანდატურების ხელფასი 300 ლარით გაიზარდა

ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მოაწერა.

სკოლის მანდატურების ხელფასი 2026 წლის იანვრიდან 300 ლარით გაიზარდა და 1 700 ლარი იქნება, – შესაბამის ბრძანებას ხელი „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მოაწერა.

„პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1 700 ლარის ოდენობით;

კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახით შექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხელშეკრულებების საფუძველზე ერთი მანდატურის საშტატო ერთეულით გაწეული მომსახურების საფასური თვეში განისაზღვროს 1700 ლარის ოდენობით“, – ნათქვამია ბრძანებაში.