ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თხილის ექსპორტი 171.4 ტონით გაიზარდა

17 იანვარი, 2026 • Newpress • 11

თხილის ექსპორტი 171.4 ტონით გაიზარდა

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია, ესპანეთი, გერმანია და საფრანგეთი.

2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტზე 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა, რომლის საერთო ღირებულებამ 117.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).

1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება.

ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანაა იტალია (3.7 ათასი ტონა), მას მოსდევს ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა). ამასთან, ქართული თხილი აქტიურად გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.

თეგები: ეკონომიკა