ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ზამთრის ეტიუდები“ – გალერეაში ცნობილი ავტორების ნახატები გამოიფინა

26 იანვარი, 2026 • Newpress • 31

„ზამთრის ეტიუდები“ – გალერეაში ცნობილი ავტორების ნახატები გამოიფინა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო გალერეის ფონდებში დაცული ნამუშევრები.

ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გამოფენა „ზამთრის ეტიუდები“ გაიმართა

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზამთრის თემატიკაზე შექმნილი ნახატები, რომლებიც გალერეის ფონდებშია დაცული. ექსპოზიციაზე ქართული სახვითი ხელოვნების ცნობილი ავტორების ფერწერული ნამუშევრები იყო გამოფენილი.

გამოფენის დახურვას ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილეები შალვა მშვილდაძე და დავით ნიშნიანიძე დაესწრნენ.

თეგები: კულტურა