ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

27 იანვარი, 2026 • Newpress • 11

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

საბჭოს წევრთა შემადგენლობა კონკურსის წესით შეირჩა.

ქუთაისის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საჭოს ახალი მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა, სხდომას ქალაქის მერი დავით ერემიშვილი დაესწრო, – ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოს წევრთა შემადგენლობა კონკურსის წესით შეირჩა. „ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს მესამე მოწვევის შემადგენლობა, ქალაქის საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების აქტიური მოსწავლეებითა და სტუდენტებით, კონკურსის წესით იქნა შერჩეული. ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ვახტანგ აბაშიშვილი ხელმძღვანელობს. ქალაქის მერმა ისაუბრა ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებსა და პროექტებში, ასევე, მათი როლის გაძლიერებაზე სხვადასხვა მიმართულებით”, – ნათქვამია მერიის გავრცელებულ ინფორმაციაში.