ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება

31 იანვარი, 2026 • Newpress • 14

იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება

ცვლილებები კანონში 30 იანვარს დარეგისტრირდა.

სამსახური, რომელიც „სახაზინო ადვოკატებს“ აერთიანებს, პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება, – აღნიშნულს ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს უკავშირდება. – ცვლილებების მიხედვით, იურიდიული სამსახურის მმართველ საბჭოს, რომელიც ამჟამად ძირითადად პროფესიული და უფლებადამცველი ჯგუფებისგან კომპლექტდება, მეტწილად ხელისუფლება დააკომპლექტებს.

ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე. „ქართული ოცნების“ შემუშავებული ცვლილებებით, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება.

შესაბამისად, სამსახურის ხელმძღვანელი, რომლის დანიშვნა-გათავისუფლებაც პრემიერ-მინისტრს შეეძლება, ყოველწლიურ ანგარიშს პარლამენტის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

თეგები: სამართალი