ხუთშაბათი, 20 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევა იწყება

5 თებერვალი, 2026 • Newpress • 7

„ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევა იწყება

ზამთრის კურორტზე 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდები 2 ნაკადად გაემგზავრებიან.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მონაწილეთა შერჩევა დაიწყო. მათივე ცნობით, „ზამთრის ლიდერთა სკოლის“ მიზანია შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პიროვნულ განვითარებას, მათი შესაძლებლობებისა და ლიდერობის პოტენციალიდან გამომდინარე. „ზამთრის ლიდერთა სკოლაში“ 17-დან 29 წლამდე ახალგაზრდები 2 ნაკადად გაემგზავრებიან. თითოეული ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს 5 ღამეს და 6 დღეს. „ზამთრის ლიდერთა სკოლა“ გაიმართება საქართველოს ზამთრის კურორტზე. განაცხადები სკოლაში მონაწილეობისთვის მიიღება 2026 წლის 3 თებერვლიდან 15 თებერვლის 18 სთ-მდე. ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/105