ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერის სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა

6 თებერვალი, 2026 • Newpress • 18

ქუთაისის მერის სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა

სტიპენდია სემესტრულია და წლის მანძილზე ორ ეტაპად გაიცემა.

ქუთაისის მერის სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტს „მერის სტიპენდიატები” ქუთაისის მერია 2022 წლიდან ახორციელებს. „სტიპენდიას მიიღებენ ქუთაისში რეგისტრირებული, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურზე. სტიპენდია სემესტრულია და წლის მანძილზე ორ ეტაპად გაიცემა. ამ ეტაპზე სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა. ქალაქის მერმა სტიპენდიატებს სიგელები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები თავიანთ ცოდნასა და შესაძლებლობებს ქუთაისის განვითარებისთვის გამოიყენებენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.