ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„უნიქალ მედიში” ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა

9 თებერვალი, 2026 • Newpress • 7

„უნიქალ მედიში” ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქუთაისის კლინიკა „უნიქალ მედიში ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა. მომხდართან დაკავშირებით, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც თვითმხილველები ტელეკომპანია „პირველთან“ ჰყვებიან, ცივი იარაღით დანის მიყენებას წინ კლინიკის დირექტორ კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა. კლინიკის თანამშრომლების თქმით, დირექტორი ქალებს სექსუალურად და ფსიქოლოგიურად ავიწროებდა. მათივე თქმით, ამის გამო არაერთხელ მიმართა კლინიკის დამფუძნებლებს, თუმცა უშედეგოდ.