ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტარიელ ხარხელაურმა ქუთაისის ციხეში პოეზიის საღამო გამართა

9 თებერვალი, 2026 • Newpress • 11

ტარიელ ხარხელაურმა  ქუთაისის ციხეში პოეზიის საღამო გამართა

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს საკუთარი შემოქმედება პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გააცნო. მან სხვადასხვა თემაზე პატიმრების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების სტუმრებს მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში დაწერილი ლექსები წაუკითხეს და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გადასცეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ზაზაშვილი, […]

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს საკუთარი შემოქმედება პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გააცნო. მან სხვადასხვა თემაზე პატიმრების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების სტუმრებს მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში დაწერილი ლექსები წაუკითხეს და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გადასცეს. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ზაზაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თეგები: სამართალი