ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს “ახალგაზრდული ინიციატივები”

12 თებერვალი, 2026 • Newpress • 6

ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს “ახალგაზრდული ინიციატივები”

ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს “ახალგაზრდული ინიციატივები”. მერიის ინფორმაციით, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება მიერ ორგანიზებული კონკურსი „ახალგაზრდული ინიციატივები“ ითვალისწინებს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას. „კონკურსის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზება და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა. […]

ქუთაისის მერია აცხადებს კონკურსს “ახალგაზრდული ინიციატივები”. მერიის ინფორმაციით, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება მიერ ორგანიზებული კონკურსი „ახალგაზრდული ინიციატივები“ ითვალისწინებს ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საინიციატივო ჯგუფებისა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინიცირებული პროექტების მხარდაჭერას. „კონკურსის მიზანია ახალგაზრდობის სფეროში ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზება და მათი უნარების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსი ცხადდება ერთ ან ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა განაცხადების მიღება წარმოებს 2026 წლის 12 თებერვლიდან 15 მარტის 18:00 სთ-მდე ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge. ვრცლად იხილეთ ბმულზე : https://kutaisi.gov.ge/open_konkursebi/106“, -აცხადებს მერია.