ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სიფიო როინიშვილს გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება

13 თებერვალი, 2026 • Newpress • 7

სიფიო როინიშვილს გზის გადაკეტვის გამო პატიმრობა ემუქრება

სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. მილოცვებს ვიღებ, – ამის შესახებ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე სოფიო როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოქმი, რომელიც როინიშვილს ჩაბარდა, წერია, რომ მისი 9 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დაახლოებით ერთი თვის წინ, იმავე საფუძვლით, როინიშვილი ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად. 24-დან 28 იანვრამდე პერიოდი გურჯაანის იზოლატორში გაატარა. ცნობისთვის, სოფიო […]

სისხლის სამართლის საქმე აღმიძრეს. მილოცვებს ვიღებ, – ამის შესახებ პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე სოფიო როინიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ოქმი, რომელიც როინიშვილს ჩაბარდა, წერია, რომ მისი 9 თებერვლის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

დაახლოებით ერთი თვის წინ, იმავე საფუძვლით, როინიშვილი ერთხელ უკვე ცნეს სამართალდამრღვევად. 24-დან 28 იანვრამდე პერიოდი გურჯაანის იზოლატორში გაატარა.

ცნობისთვის, სოფიო როინიშვილი მუსიკის მასწავლებელია, ის ქუთაისის ორი სკოლიდან სამოქალაქო აქტიურობის გამო გაუშვეს. ამჟამად ის თბილისში, ერთ-ერთ კერძო სკოლაში მუშაობს.