ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში უკანონო იარაღის საქმეზე 4 პირი დააკავეს

14 თებერვალი, 2026 • Newpress • 12

იმერეთში უკანონო იარაღის საქმეზე 4 პირი დააკავეს

დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

„პოლიციამ დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 2 ცეცხლსასროლი იარაღი, ხმოვანი პისტოლეტი, 133 ვაზნა, 2 მჭიდი და ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი”.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს შსს.