ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მგზავრების გადაყვანა და საკურიერო მომსახურება – რა საქმიანობა აეკრძალათ იმიგრანტებს

22 თებერვალი, 2026 • Newpress • 9

მგზავრების გადაყვანა და საკურიერო მომსახურება – რა საქმიანობა აეკრძალათ იმიგრანტებს

ახალი წესი 1 მარტიდან ძალაში შედის.

მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელები ვერ დასაქმდებიან ისეთი მიმართულებით, რომელიც დაკავშირებულია საკურიერო მომსახურებასთან, მგზავრების გადაყვანასთან და ტურისტებისთვის გიდების სერვისის მიწოდებასთან, – აღნიშნულის შესახებ ნათქვამია დადგენილებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი 20 თებერვლით თარიღდება და 1 მარტიდან უკვე ძალაში შედის.

დადგენილებით განსაზღვრულია, იმ პროფესიებისა და შრომითი/სამეწარმეო საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საკურიერო მომსახურებაზე, მგზავრთა გადაყვანასა და ტურისტულ გიდობაზე ნულოვანი კვოტა იმოქმედებს, ხოლო სამთო/ალპური და სათხილამურო გამყოლებზე – 200.