ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენების არსებობას მოსახლეობა აპროტესტებს

27 თებერვალი, 2026 • Newpress • 8

სამტრედიაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენების არსებობას მოსახლეობა აპროტესტებს

ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს.

სამტრედიაში, სოფელ მელურაში მიტოვებულ შენობაში სამედიცინო ნარჩენები ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე გროვდებოდა, – ინფორმაცია ტელეკომპანია პირველმა ადგილობრივებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მოსახლეობა გაუსაძლის სუნსა და ინფექციების გავრცელების საფრთხეზე საუბრობს. როგორც ისინი აცხადებენ, თვითნებურ ნაგავსაყრელზე ადამიანის სხეულის ნაწილებია, რომელიც სამედიცინო მანიპულაციების შედეგია.

ადგილობრივების ინფორმაციით, სამედიცინო დარჩენები აქ დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა კლინიკიდან მოჰქონდათ. მედიაში ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მათ პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო ბრალი სს კოდექსის 280-ე მუხლით აქვთ წარდგენილი.

სამტრედიის მერი დავით ბახტაძე აცხადებს, რომ მედიაში გასული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დასუფთავება მოხდება.