ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

3 მარტი, 2026 • Newpress • 4

ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ

შინაგან საქმეთა სამინისტროს, ინფორმაციით გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს. უწყების ცნობით, დაკავებულია 1999 წელს დაბადებული ლ.ჩ.. „სამართალდამცველებმა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის – ლ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აცხადებს შსს.