ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავენ

8 მარტი, 2026 • Newpress • 8

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას გადახედავენ

კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება.

თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ, – ამის შესახებ ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია გუშინ, 7 მარტს „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს, არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით.

კობახიძის თქმით, „მანკიერი იდეოლოგიის“ ბრალია ქორწინებისა და შობადობის შემცირება.

„თქვენ იცით, რამხელა ზეწოლის გადატანა მოგვიხდა გასული წლების განმავლობაში. რეალურად იყო ძალიან დიდი ზეწოლა, რომ საქართველოშიც დანერგილიყო მანკიერი იდეოლოგია. დღემდე გრძელდება ძალიან სერიოზული ზეწოლა იმ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა უფლებებს და ოჯახურ ფასეულობებს. არის სერიოზული ზეწოლა გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით. იყო წლები, როდესაც ამას, უბრალოდ, ვერ გარისკავდა ხელისუფლება, შეუძლებელი იყო ზეწოლის გაძლება, როდესაც დავინახეთ, რომ შესაძლებელი იყო ამ იდეოლოგიასთან დაპირისპირება, მაშინვე მივიღეთ ზომები და სხვა მიმართულებითაც შეიძლება მუშაობის გაგრძელება. თუ სტამბოლის კონვენციასთან ან შესაბამის კანონმდებლობასთან მიმართებით, რომელიც დაფუძნებულია სტამბოლის კონვენციაზე, არის კითხვის ნიშნები, ჩვენ მზად ვართ, ამ საკითხთან დაკავშირებით ვიმუშაოთ. საქმე უკვე ვაჩვენეთ საზოგადოებას, როდესაც კონკრეტული კანონები მივიღეთ და კონკრეტული კანონები გავაუქმეთ. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება.

აბსოლუტურად ვიზიარებთ დამოკიდებულებას, რომ იდეოლოგია არის პრობლემური და ამ იდეოლოგიას აქვს კონკრეტული ხელშესახები უარყოფითი შედეგები, რაც აისახება ქორწინების და შობადობის სტატისტიკაზე. ამიტომ მუშაობა არის გასაგრძელებელი და გავაგრძელებთ იმას, რაც აქტიურად დავიწყეთ, ორი წელიწადია“, – განაცხადა კობახიძემ

თეგები: გენდერიპოლიტიკა