ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის პროცესი დაწყებულია – ზვიად გაბისონია

9 მარტი, 2026 • Newpress • 6

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეკერვის პროცესი დაწყებულია – ზვიად გაბისონია

მისი თქმით, სახელმწიფო და სამინისტრო ფორმების საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.

სკოლის მოსწავლეებისათვის ფორმების შეკერვის პროცესი უკვე მიმდინარეობს, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ ისაუბრა.

მისივე თქმით, სასკოლო ფორმების ღირებულება იმაზე მეტი არ იქნება, ვიდრე ეს მშობლებს აქამდე უჯდებოდათ.

„სოციალური მიმართულებით სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ფორმების ნაწილს. რაც შეეხება კონკრეტულ ფასებს, ამ წუთას გამიჭირდება ზუსტი ფასის დადგენა, მაგრამ გაცილებით უფრო შეღავათიანი იქნება, რაც სტანდარტულად მშობლებს უჯდებათ ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან მიმართებით“, – განაცხადა გაბისონიამ.

მისივე თქმით, სსაკმაოდ დიდი რაოდენობის ფორმებზე არის შეკვეთა. „ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არა მარტო ფორმების დიზაინია უკვე დადასტურებული, არამედ შეკვეთის ფორმატიც მიმდინარეობს, რადგან თქვენ იცით, რომ ვადები ძალიან შემჭიდროვებული გვაქვს და საუბარი არის საკმაოდ დიდი ოდენობის ფორმების შეკვეთაზე. შესაბამისად, სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ძალიან აქტიურად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა გაბისონიამ.