ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

10 მარტი, 2026 • Newpress • 5

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

დეპორტირებულთა შორის არიან ევროპული ქვეყნების მოქალაქეებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

„მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბელორუსის, ეგვიპტის, თურქმენეთის, ინდოეთის, იორდანიის, ნიგერიის, რუსეთის, სომხეთის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩეხეთის, ჩინეთისა და თურქეთის – ჯამში 74 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ“, – აცხადებს შსს.