ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეწყერმა ტყიბულის მიმართულებით საავტომობილო გზა დააზიანა

12 მარტი, 2026 • Newpress • 3

მეწყერმა ტყიბულის მიმართულებით საავტომობილო გზა დააზიანა

ავტოტრანსპორტი სოფელ მაღაროს გავლით იმოძრავებს.

მეწყრული პროცესების გამო ტყიბულის მიმართულებით დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, – ინფორმაციას საავტომობილო გზის დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, აღნიშნულის გამო ავტოტრანსპორტი სოფელ მაღაროს გავლით იმოძრავებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე განვითარებული მეწყრული პროცესების გამო, დაზიანებულია საავტომობილო გზის სავალი ნაწილი. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს სოფელ მაღაროს გავლით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის გამოყენებით”, – აცხადებს საავტომობილო გზის დეპარტამენტი. ფოტო: არქივი