ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მეწყერს გამოქცეული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას სასტუმროებში ელოდება

15 მარტი, 2026 • Newpress • 5

მეწყერს გამოქცეული მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას სასტუმროებში ელოდება

მეწყერმა დაახლოებით 60 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა.

უკვე მესამე დღეა სასტუმროში ცხოვრობს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების მეწყრული ზონიდან ევაკუირებული მოსახლეობა. ისინი ელოდებიან გეოლოგიური დასკვნის პასუხს, შესაძლებელია თუ არა სოფელში დაბრუნება და ცხოვრების გაგრძელება.

მეწყერმა დაახლოებით 60 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. ადგილზე ახლა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები მუშაობენ. განვითარებულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით ადგილზე სწრაფი რეაგირების შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

ცნობილი ხდება, რომ მოსალოდნელ საფრთხეზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი ჯერ კიდევ 2024 წლის საინფორმაციო ბიულეტენში მიუთითებდა.

მათი ცნობით მეწყერი საფრთხეს უქმნიდა საცხოვრებელ სახლებს, გზებსა და ინფრასტრუქტურას.

ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში უამინდობაა, რაც მეწყერსაშიშ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.