სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს. „გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს. დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი. ამ დროისათვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტს განვითარდა. სტიქიის შედეგად 15-მდე სახლი დაინგრა, დაზიანდა საავტომობილო გზა და სოფლის ინფრასტრუქტურა. სოფლიდან 100-მდე ადამიანია ევაკუირებული, ისინი ტყიბულისა და ქუთაისის სასტრუმროებში არიან გადაყვანილები.
სოფელ კურსებში მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის – გეოლოგები
15 მარტი, 2026 • Newpress • 4
სოფელ კურსებში მეწყრული პროცესები 12 მარტს განვითარდა.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები