ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გარდაიცვალა

17 მარტი, 2026 • Newpress • 7

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გარდაიცვალა

ამის შესახებ მედიას მოსაყდრე შიომ დაუდასტურა

93 წლის ასაკში, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შესახებ მედიას მოსაყდრე შიომ დაუდასტურა

კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა.
ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს.