ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერიის შენობაზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა

20 მარტი, 2026 • Newpress • 9

ქუთაისის მერიის შენობაზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა

მერიის ორგანიზებით ავტობუსები ქუთაისიდან 21 მარტს გავა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნის პატივსაცემად, ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე უწმინდესის და უნეტარესის, ილია II-ის ბანერი განთავსდა.

მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის პატივსაგებად, შაბათს, 21 მარტს, 12:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან, ასევე, ,,ტორპედოს” სტადიონის მთავარ შესასვლელთან არსებული ავტოსადგომიდან, თბილისის სამების ტაძრის მიმართულებით გავა ავტობუსები. მგზავრობა იქნება უფასო.