ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ილია მეორის ხსოვნის პატივსაგებად მორწმუნეები სიონის საკათედრო ტაძარში მიდიან

23 მარტი, 2026 • Newpress • 6

ილია მეორის ხსოვნის პატივსაგებად მორწმუნეები სიონის საკათედრო ტაძარში მიდიან

ტაძარი 20:00 საათამდე იქნება ღია.

მორწმუნეები სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან მიდიან, რათა პატივი მიაგონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ხსოვნას.

სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურის, გიორგი ვაშალომიძის განმარტებით, ტაძარი 20:00 საათამდე იქნება ღია. მოქალაქეებს სწორედ ამ პერიოდში ექნებათ საშუალება, მოილოცონ კათალიკოს-პატრიარქის განსასვენებელი. სასულიერო პირის თქმით, საფლავის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული შეზღუდვებიც.

სრულიად საქართველოს 141-ე კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორე სიონის ტაძარში გუშინ დაკრძალეს. კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდებსა და სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობა უპრეცენდენტოდ ბევრმა ადამიანმამიიღო.