ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში „თავისუფლების მოედანი“ ოფისის გასახსნელად ემზადება

23 მარტი, 2026 • Newpress • 6

ქუთაისში  „თავისუფლების მოედანი“ ოფისის გასახსნელად ემზადება

პარტიის ლიდერები იმერეთში ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს.

პარტია „თავისუფლების მოედანი“ ქუთაისში ოფისის გასახსნელად ემზადება, ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, პარტიის ოფისი წერეთლის #69-ში გაიხსნება. როგორც მანვე აღნიშნა, პარტიის ლიდერები იმერეთში ერთი კვირის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს.

„ჩვენი ეროვნული კამპანია სწორედ ჩემი მშობლიური იმერეთიდან იწყება. პარტიის მთავარი ოფისი სწორედ ქუთაისში დაიდებს ამ დღეებში ბინას და აქედან იმერეთის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებს მოვინახულებთ”, – აღნიშნა ცუცქირიძემ საუბრისას.