ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭყონდიდელისა და არსენ იყალთოელის ძეგლებს დადგამენ

25 მარტი, 2026 • ნიუპრესი • 4

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭყონდიდელისა და არსენ იყალთოელის ძეგლებს დადგამენ

სამუშაოებისათვის დაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტში გაითვალისწინეს.

ქუთაისში ზვიად გამსახურდიას, გიორგი ჭყონდიდელის და არსენ იყალთოელის ძეგლების შექმნა და განთავსება იგეგმება, – აღნიშნულისათვის დაფინანსება ქუთაისის ბიუჯეტში გაითვალისწინეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის 16 მილიონ ლარზე მეტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოს, რიგით მე-6 სხდომაზე მიიღეს. ამ თანხით ასევე დაფინანსდება ქალაქში გზებისა და ტროტუარების კაპიტალური შეკეთება, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების ავარიული სახურავების რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სარეკრეაციო სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია. საკრებულოს სხდომაზე ასევე მიიღეს გადაწყვეტილება ქუთაისის №1 საჯარო სკოლისათვის კლასიკური გიმნაზიის სახელის დაბრუნებისა და ქუთაისის №6 საჯარო სკოლისათვის გალაკტიონ ტაბიძის სახელის მინიჭების შესახებ. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.