ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელები შეიკრიბნენ

26 მარტი, 2026 • Newpress • 6

გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელები შეიკრიბნენ

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

თავისუფლება და სოლიდარობა მაღაროელებს, – ამ ლოზუნგით გენერალურ პროკურატურასთან ჭიათურელი მაღაროელები შეიკრიბნენ.

ისინი დაკავებული 4 მაღაროელის საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყებას, ასევე ჭიათურმანგანუმთან დაკავშირენული კორუფციული თემების შესწავლას მოითხოვენ.

აქციაზე შეკრებილი ადამიანების თქმით, დაკავებული მაღაროელების საქმეზე ჩვენებები ცრუ მოწმეებმა მისცეს.

„ცრუობდნენ პროკურატურის მიერ მოყვანილი მოწმეები, ამის მიუხედავად, მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა მაინც პროკურატურის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო სრულიად უსაფუძვლოდ. ასე უსამართლოდ სხედან ეს ადამიანები, 28 აპრილს გახდება ერთი წელი”, – თქვა ტარიელ მიქაცაძემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ისინი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ.