ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

26 მარტი, 2026 • ნიუპრესი • 9

ქუთაისში ახალგაზრდა ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.

ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 33 წლის ქალი მე-5 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი აივნიდან გადმოვარდა. მათი თქმით, აივანს წინა მხარეს მოაჯირი არ ჰქონდა. ქალს ფეხი დაიცურდა და თავის შეკავება ვერ შეძლო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.