ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“ – გიორგი კილაძეს მანქანა გაუტეხეს

28 მარტი, 2026 • ნიუპრესი • 6

„კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია“ – გიორგი კილაძეს მანქანა გაუტეხეს

პოლიტიკოსის თქმით, პოლიციისთვის არ მიუმართავს.

„კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია, გაგებით ვეკიდებით, დღეს დილით გატეხილი ჩემი მანქანა“, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ყოფილი წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი კილაძე სოფიალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს. როგორც გიორგი კილაძემ „ნიუპრესს“ უთხრა, მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციისთვის არ მიუმართავს. „პოლიციისთვის არ მიცნობებია, რადგან წაღებული არაფერია. რაიმე განსაკუთრებული მანქანაში არ მქონია, შესაბამისად წასაღებიც არაფერი იყო. სავარაუდოდ, არასრულწლოვნები იყვნენ”, – უთხრა გიორგი კილაძემ „ნიუპრესს“. შემთხვევა ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მოხდა.