ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დაააკავეს

29 მარტი, 2026 • Newpress • 5

ქუთაისის აეროპორტში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დაააკავეს

დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ქუთაისის აეროპორტში დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, პოლიციამ 1983 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ჩ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების ხელბარგისა და პირადი შემოწმებისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის, „კოკაინი“, „ჰეროინი“ და „მეთადონი“. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 -ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.