ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სამოქალაქო ფორუმი “საქართველოს გულისთვის ქუთაისი“ მიმდინარეობს

29 მარტი, 2026 • Newpress • 8

ქუთაისში სამოქალაქო ფორუმი “საქართველოს გულისთვის ქუთაისი“ მიმდინარეობს

დისკუსია ქვეყნისა და ქალაქის მნიშვნელოვან საკითხებს უკავშირდება.

ქუთაისში პოლიტიკური ორგანიზაციის თავისუფლების მოედანი ორგანიზებით სამოქალაქო ფორუმი “საქართველოს გულისთვის ქუთაისი“ მიმდინარეობს.

ფორუმი საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

დისკუსია მიმდინარეობს მსჯელობა თუ რა ტიპის სახელმწიფო სჭირდება საქართველოს მოქალაქის ღირსების, უსაფრთხოების, სამართლიანობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად; რა ბარიერები უშლის ხელს რეგიონების გაძლიერებას; და რა როლი უნდა ჰქონდეს ქუთაისს ქვეყნის დემოკრატიულ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ფორუმის სპიკერები არიან: ლევან ცუცქირიძე, მაკა ხეცურიანი, დავით ცერცვაძე, მიხეილ მუმლაძე, ლილი ფულარიანი და დავით გაჩეჩილაძე.