ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

4 აპრილი, 2026 • Newpress • 5

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

წვიმა ელჭექი და ძლიერი ქარი – რამდენი დღე გასტანს უამინდობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.

5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.

უწყება მოსახლეობას მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების შესაძლო განვითარების შესახებ აფრთხილებს.

“მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – აცხადებს გარემოს ეროვნულ სააგენტო.