ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

9 აპრილი, 2026 • Newpress • 6

ქუთაისში  9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

სასულიერო პირებმა. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს

ქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების ხსოვნას. ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებმა ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას ძეგლი ყვავილებით შეამკეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.