ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

14 აპრილი, 2026 • Newpress • 5

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე  გააძევეს

გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 78 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.