კვირა, 4 ოქტომბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს

14 აპრილი, 2026 • Newpress • 103

ქუთაისში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს

ღონისძიება ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა.

ქუთაისშიკალიგრაფიის საქალაქო კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები დააჯილდოვეს. ღონისძიება ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და დედაენის დღეს მიეძღვნა. კალიგრაფიის კონკურსი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მე-12 წელია ტარდება. წელს სხვადასხვა საკონკურსო კატეგორიაში 200-მდე კონკურსანტი მონაწილეობდა – ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეები; პედაგოგები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან; სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის დაინტერესებული პირები. კონკურსის შედეგად სამივე კატეგორიაში გამოვლინდნენ I, II , III ადგილის მფლობელები და ჟიურის რჩეულები. გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

თეგები: კულტურა