ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის თვეში ფრენები გააუქმა

20 აპრილი, 2026 • Newpress • 6

Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის თვეში ფრენები გააუქმა

ფრენების კორექტირება არ შეხებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

Pegasus-მა ქუთაისის აეროპორტიდან მაისის თვეში ფრენები გააუქმა, – ინფორმაციას თურქული ბიუჯეტური ავიაკომპანიის სავაჭრო აგენტი GASA ავრცელებს.

GASA-ს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებულ საოპერაციო გადაწყვეტილებას. მათივე ცნობით, ეს ცვლილებები არ ნიშნავს ქუთაისის მიმართულებით ოპერირების შეწყვეტას.

“აღნიშნული მიზეზით ფრენების კორექტირება არ შეხებია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს.

რეისების გაუქმება წარმოადგენს მიმდინარე ოპერაციულ კორექტირებას და არ არსებობს დასტური იმისა, რომ ეს დაკავშირებულია საქართველოს ბაზარზე ავიაკომპანიის ოპერირების შემცირებასთან ან გრძელვადიან ცვლილებებთან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Pegasus Airlines აგრძელებს განვითარებას საქართველოს ბაზარზე და ზრდის ფრენების სიხშირეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ავიაკომპანიის სტრატეგიულ ინტერესს ქვეყნის მიმართ”, – წერია განცხადებაში.