ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტს ტოვებს – საკადრო ცვლილებები მთავრობაში

21 აპრილი, 2026 • Newpress • 4

მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტს ტოვებს – საკადრო ცვლილებები მთავრობაში

მთავრობაში ახალი თანამდებობა შეიქმნა.

მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტს ტოვებს, მისთვის მთავრობის სტრუქტურაში ახალი თანამდებობა – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა – ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს, მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის. გელაძის პოსტს, შს მინისტრის სავარძელს – აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.

ირაკლი კობახიძის თქმით, ვიცე პრემიერის პოსტს შეითავსებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. შესაბამისად, მთავრობას სამი ვიცე პრემიერი ეყოლება, – ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე.