ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

25 აპრილი, 2026 • Newpress • 8

ქუთაისში დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

სახელმწიფოს 100-მდე ბავშვის დასახმარებლად ზომების მიღებას თხოვენ.

დღეს, 25 აპრილს, ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, 16:00 საათზე აქცია იმართება. „1 წელია დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ. ამ დაავადებით ბავშვები, საშუალოდ, 20 წლამდე ცხოვრობენ, საჭირო მედიკამენტების დახმარებით შეიძლება 40 წლამდე იცხოვრონ. სახელმწიფო არ იღებს ზომებს 100-მდე ბავშვის დასახმარებლად, ბავშვები ყოველწლიურად იღუპებიან. გავუხანგრძლივოთ სიცოცხლე ბავშვებს!” – წერია აქციის ანონსში. ცნობისთვის, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებმა მთავრობის კანცელარიასთან მეექვსე ღამე გაათენეს.