ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დღეს ქუთაისში „გვირილობა 2026“ აღინიშნება

2 მაისი, 2026 • Newpress • 5

დღეს ქუთაისში „გვირილობა 2026“ აღინიშნება

დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი.

ქუთაისში ქალაქის დღესასწაულის აღნიშვნა დილიდან ბაგრატის ტაძრიდან დაიწყო. 11:00 საათისთვის ოფიციალური სტუმრების, მათ შორის ქუთაისთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლების მიღებაა დაგეგმილი.

ამის შემდეგ სადღესასწაულო ღონისძიება ცენტრალურ მოედანსა და ქალაქის ბულვარში გადაინაცვლებს.

დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობებია დაგეგმილი. დღის განმავლობაში ქუთაისელი გოგონები ტრადიციულად, მოქალაქეებს გვირილებს დაურიგებენ. ბულვარში გაიმართება მოსწავლე-ახალგაზრდობის ნამუშევრების პლენერი, ქალაქის სახვითი ხელოვნების გალერეა კი უმასპინძლებს გამოფენას სახელწოდებით – „ქუთაისი შთაგონების ქალაქი.

მდინარე რიონზე ტრადიციულად ჯომარდობა მოეწყობა.

18:00 საათზე ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართება.

20:00 საათზე კი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების გალაკონცერტი დაიწყება.