გერმანელ ექიმს მარტინ აიკეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება ქალაქის დღესასწაულზე, სხვა რამდენიმე ადამიანთან ერთად მიანიჭეს. ქროგორც წესი ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება, მერიასთან არსებული პატივგებისა და სახელდების მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციითა და ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭება. ქუთაისის მერიის ცნობით, გერმანიის ქალაქ ობერშტანის ნევროლოგიის კლინიკის ექიმის მარტინ აიკეს მხარდაჭერითა და თანადგომით, ათეულობით ქუთაისელმა ახალგაზრდა ექიმმა მიიღო პროფესიული განათლება და აიმაღლა კვალიფიკაცია გერმანიის ცნობილ კლინიკებში. გერმანელ ექიმს დღეს ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია და მოადგილე დავით ნიშნიანიძე შეხვდნენ, მათ მარტინ აიკეს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი სიგელი გადასცეს.
ვინ არის მარტინ აიკე, ვისაც ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს
5 მაისი, 2026 • Newpress • 5
ეს წოდება ქუთაისისთვის გაწეული ღვაწლისა და განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭება.
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები