ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ვანში ყველის არალეგალურ საწარმოს ფუნქციონირება შეუჩერეს

5 მაისი, 2026 • Newpress • 6

ვანში ყველის არალეგალურ საწარმოს ფუნქციონირება შეუჩერეს

ციხესულორის მკვიდრი ყველს რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ვანში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. – უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ფიზიკური პირი დ. დ. (მის: ვანი, სოფ. ციხესულორი) არაგეგმურად შეამოწმეს. „ფიზიკური პირი, ყველს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, დარღვეული იყო ტექნოლოგიური პროცესი და მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.