ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

„მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ“

11 მაისი, 2026 • Newpress • 7

„მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ“

15 მაისს საგუნდო და სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება

ქუთაისში მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ოპერის თეატრი ავრცელებს.

მათი ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 15 მაისს, საგუნდო და სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

ოპერის თეატრის მასში მონაწილეობენ: პოლონეთიდან მოწვეული სოლისტი – რიშარ ჟოლენძევსკი (საქსოფონი), ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ხელმძღვანელი და დირიჟორი – ირინე ლომინაძე, ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი – რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

საღამოს პროგრამა აერთიანებს მე-20 საუკუნის ფრანგული მუსიკის გამორჩეულ ნიმუშებს საქსოფონისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. კამერული გუნდის შესრულებით წარმოდგენილი იქნება ვახტანგ კახიძის საგუნდო ციკლი „Vita“, რომელიც ლათინურ ტექსტებზეა შექმნილი.