May 16, 2026

17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება, – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. „11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე- პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო “საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე. შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები: N1 მარჯვენა – რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს პირველ საჯარო სკოლასთან, გაივლის ცისფერყანწელთა ქუჩას და პუშკინის ქუჩის გავლით სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირზე. N1 მარცხენა – თამარ მეფის გამზირიდან ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის გავლით გადავა აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელი ხიდიდან განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით. N3 – აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ, კინო ”საქართველოს” მიმდებარე ტერიტორიიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით. N4 – ცისფერყანწელთა ქუჩის გავლით გადავა პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ წერეთლის გამზირზე, მანდარიას ქუჩიდან – თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით – აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე და წითელი ხიდიდან სვლას განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით. N5 – ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადავა პუშკინის ქუჩაზე, წერეთლის გამზირისა და მანდარიას ქუჩის გავლით – თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით – აღმაშენებლის გამზირზე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით. N6 – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით და ლესელიძის ქუჩიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით. N10 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან. N19 – რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პუშკინის ქუჩით გადავა წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩის გავლით- თამარ მეფის გამზირზე, სოლომონ მეორის ქუჩიდან იმოძრავებს საფიჩხიის ცენტრის მიმართულებით და განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით. N20 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან. N41 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით და წერეთლის გამზირის გავლით განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით. N141 – ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან – საფიჩხიის მოედანზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.