May 17, 2026

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა იმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში მსვლელობა იმართება.

მსვლელობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანთან მდებარე წმ.მეფეთა დავით აღმაშენებლისა და ბაგრატ III-ის სახ. ტაძრიდან დაიწყო.

მსვლელობასთან დაკავშირებით ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მოძრაობა შეზღუდულია.

საყოველთაო მსვლელობა იმართება ასევე თბილისში, რუსთავში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ზუგდიდში, თელავში, მცხეთასა და ოზურგეთში.

აღსანიშნავია, 17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2014 წელს გამოაცხადა.