ქუთაისში გადაკეტილი გზების გამო მოქალაქეები უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში გამოხატავენ. როგორც ისინი წერენ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე გადაკეტილი გზების გამო ავტომანქანები ვერ მოძრაობენ. პრობლემა ექმნებათ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანებსაც.
„მთელი ქალაქი პარალიზებულია უაზროდ! არაფრის გამო! გზები გადაკეტილია ისე, რომ წასასვლელი არსად აქვთ მანქანებს. ამ გადაკეტილ გზებზე არავინ მოძრაობს, არც ხალხი, არც მანქანები”, – დაწერა ჯგუფში ქუთაისში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები“ ზურაბ ნემსიწვერიძემ.
-„რა ხდება? გელათის განადგურებას აპროტესტებენ? თუ რატოა გადაკეტილი?”- კითხულობს არჩილ გეგენავა.
-„სადაა ,, სიწმინდე” ? გადახვეწილი დაცილებული ოჯახები, მშიერი და უწამლოდ დარჩენილი ბავშვები, ფარისევლობა და ცრუ უაზრო პროპაგანდა, ხალხის დასაჩლუნგებლად …. გულისამრევია ეს ფარისევლობა, მარტო დღის დანიშვნაა ოჯახი?? ოჯახებს სჭირდებათ ხელშეწყობა რომ არ გადაიხვეწონ ემიგრაციაში, ეს ვის ადარდებს? არავის!”, – წერს კიდევ ერთი მომხმარებელი სოფია.
როგორც „ნიუპრესს“ ზურა ნემსიწვერიძემ უთხრა, სხვა მნიშვნელოვანი დღესასწაულებიც არსებობს და მაშინ არ ხდება ასე მასშტაბურად გზების გადაკეტვა. შობის დღესასწაულზეც კი, როდესაც ალილოს მსვლელობა იმართება, გზები ასე არ იკეტება, რომ ავტანქანებს წასასვლელი არ რჩებოდეთ.
„როგორც ჩანს, გზები ბევრად ადრე გადაკეტევს, ვიდრე იქ მსვლელობა დაიწყებოდა. ფაქტობრივად, გზები გადაკეტილი იყო და იქ არც მანქანები მოძრაობდა და არ ხალხი, ამის გამო სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ გადაადგილდებოდა, შემოვლითი გზებიც არ იყო დატოვებული. მაგალითად, ჯაჭვის ხიდთან, არც დავით და კონსტატტინეს ქუჩის მიმართულებით შეგეძლო მოძრაობა და არც ჯაჭვის ხიდის მხარეს შეგეძლო შემოხვევა, ასევე ჭომის მხრიდან, არც ჭაჭვის ხიდზე შეიძლებოდა გადმოსვლა და არც არსაით, უკან უნდა გაბრუნებულიყავი, მთელი ქალაქი პარალიზებული იყო. ბავრი კარგი დღესასწაული გვაქვს, მაგრამ მსგავსი არ ხდება. შობას, როდესაც ალილოს მსვლელობა იმართება, ასე არ იკეთება ყველაფერი, ტყუილად შექმნილი დაბრკოლება იყოს ეს დღეს მოსახლეობისთვის”, – უთხრა ზურა ნემსიწვერიძემ „ნიუპრესს“.
ცნობისთვის, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებული მსვლელობის გამო ქუთაისში გზები დილიდან გადაიკეტა.